თავი შეიკავეთ ქრთამის აღებისგან - მერის მოადგილე თანამშრომლებს აფრთხილებს

23.03.21 18:37
თავი შეიკავეთ ქრთამის აღებისგან - მერის მოადგილე თანამშრომლებს აფრთხილებს

თბილისის მერიაში დასაქმებული ყველა პირი, ვინც კანონს დაარღვევს, რეაგირების გარეშე არ დარჩება - ასე ეხმაურება უწყების თანამშრომლის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.  

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ იმედია უკანსასკნელი იქნება. ჩვენ ვართ კანონის სადარაჯოზე და მინდა, ჩვენი სისტემის თანამშრომლებს მივმართო, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, თუ ვინმეს ასეთი განზრახვა აქვს, ვინაიდან, ასეთი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება"- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

მისი ინფორმაციით,  ლაშა ქობულაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა  "კანონის დარღვევას კორუფციის მიმართულებით".

თუ მომავალში კიდევ გამოვლინდება ასეთი ტიპის ქმედება, მოჰყვება ადეკვატური რეაგირება,"- აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.

ცნობისთვის, ქრთამის აღების ბრალდებით სუსმა მერიის კიდევ ერთი თანამშრომლი  დააკავა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ აიყვანეს. სუსი ირმწუნება რომ ლაშა ქობულაშვილი   აფრიკის დასახლებაში  უკანონო მშენებლობებს მფარველობდა და   სანაცვლოდ მოქალქეს    ქრთამის სახით 2500 ლარი გამოართვა. კახი კალაძის თანამშრომელს  6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.