დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება - ჯანაშია
“დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ჩემი და პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება" ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განკარგულებებს გამოსცდემდა, რომლებსაც სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ასრულებდნენ, ამაში კი არანაირი კრიმინალი არ არის.
ეს საქმე გრძელდება წლების მანძილზე, უკვე ათეულს გადასცდა. ის რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არია, ყველასთვის გასაგებია. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამდენი ყოყმანის შემდეგ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას, ისევე როგორც დამტკიცდება პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა, რადგან აქ ძალიან მარტივი ქეისი. პრეზიდენტი, რომელიც თავის უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემდა განკარგულებებს და სახელმწიფო და სპეციალური სამსახური, რომელიც ასრულებდა ამ განკარგულებებს, ამაში კიდე კრიმინალი არაფერია.” - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.
რა გაგრძელება ექნება პიჯაკების საქმეს? - ირკვევა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციაში გაასაჩვებს, ასევე თემურ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.