დათუნაშვილი: კობახიძემ უნგრეთში იმ შიშებზე ილაპარაკა, რომელიც მასსა და ივანიშვილს აწუხებს
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაზე "ქართული ოცნების" პრემიერის სიტყვით გამოსვლას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" აფასებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძის მონოლოგში ცივილური სამყაროს მიერ დაკისრებული სანქციებისგან გამოწვეული შიში იკითხებოდა, რომელიც დათუნაშვილის განმარტებით, როგორც "ოცნების" პრემიერს, ასევე თავად ოლიგარქ ივანიშვილს აწუხებს.
განსხვავებით ამერიკული სიპაკისა, რომელიც კონსერვატიული თავყრილობა არის, უნგრეთში სიპაკზე, ძირითადად, თავს იყრის ბევრი უცნაური წარმომავლობის, ნახევრად ფაშისტური, ანტისემიტური, ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები და ასეთი გამოსვლებით ეს ღონისძიება ცნობილია. კობახიძეს ნამდვილად არ უნდა ეამაყებოდეს იმ ადამიანების რიგში ჩაწერა, რომელსაც თავის ქვეყნებში ანტისახელმწიფოებრიობის გამო კრძალავენ. ეს იყო კონსპირაციების თეორიების და ივანიშვილის პირადი შიშების ნაზავი. ერთი მხრივ, მან ილაპარაკა იმ კონსპირაციულ თეორიებზე, რომლითაც ქართულ საზოგადოებას წამლავს და მეორე მხრივ, მან ილაპარაკა იმ შიშებზე, განცდებზე, რომელსაც მას და ივანიშვილს აქვს საქართველოში, რომ სანქციები მათზე მძიმედ მოქმედებს, რომ ისჯებიან თავისუფლებისთვის. არა, ისინი ისჯებიან ძალადობისთვის." - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. რა გზავნილები გააჟღერა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ?