კამერების დაზიანების საქმე - დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
2023 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის დანიელ მუმლაძეს და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3-3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლილი მსხილაძემ მიღო.
ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და ზარალის ანაზღაურებისთვისაც მზად იყვნენ, თუმცა მათ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდათ.
მოსამათლის განაჩენი ადვოკატისთვის საფუძველს მოკლებულია. ინტერესების დამცველი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმებაზე. განმარტა, რომ არ იყენებს დანიელის და გურამის მიმართ შეღავათებს, იმიტომ, რომ რაღაც კონტექსტით ხასიატდება, თუმცა ეს კონტექსტი ნახსენები არ ყოფილა. დანიელი არის 22 წლის ბიჭი, 3 წლის ბავშვის მამა, რომელიც სრულწლოვნობის ასაკის მიღწევიდან მუშაობს ფიზიკურად მთელი ამ დროის განმავლობაშ ერთი დღის ჩაგდების გარეშე. 3 წლის შვილს და ოჯახს არჩენს, იყო ერთადერთი მარჩენალი, - ამბობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.
მუმლაძეს და ხუტაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.