იოსებ ჭელიძე გადადგა - რა ხდება შსს-ში

02.06.25 23:07
იოსებ ჭელიძე გადადგა - რა ხდება შსს-ში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა - ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში ადასტურებენ. 

გელა გელაძის უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა გახდა ზედმეტსახელად "მოზგის" გადადგომის მიზეზი. 

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მიხეილ ჭელიძე ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც პროევროპული აქციების მონაწილეთა დარბევების ბრძანებებს გასცემდა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გადადგა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძეც ტოვებდნენ. 

  • ეს ინფორმაცია უწყებას ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

ამასთან, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", რომელიც "შაბათის ეთერმა" ჩაწერა, არ პასუხობს კითხვას - ითანამშრომლებს თუ არა ვახო გომელაურის შემცვლელთან, გელა გელაძესთან. 

"ხარება" გელა გელაძის წარდგენას არ დასწრებია.

მსგავსი სიახლეები