"ასეთი დამშვიდობება, როგორიც დღეს შემოგვაპარე, კახი არ გამოვა" - ოპოზიცია კალაძეს

04.06.25 18:14
"ასეთი დამშვიდობება, როგორიც დღეს შემოგვაპარე, კახი არ გამოვა" - ოპოზიცია კალაძეს

ასეთი დამშვიდობება, როგორიც დღეს შემოგვაპარა, კახი არ გამოვა - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ თბილისის მერი ასე მარტივად პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

  • ცნობისთვის, საექსპერტო წერეებში კითხვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, კახა კალაძემ პოლიტიკური კარიერა დაასრულოს, მოქმედი მერის დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ გაჩნდა. 

კალაძემ უკვე დაადასტურა, მათსავე ენაზე რომ ვთქვათ, რომ ლაფარტკაზეა, თუმცა უნდა ესმოდეს, რომ ასე მარტივად ვერ გაძვრება და იმ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე მოუწევს სამართლიანი სასამართლოს პირობებში პასუხების გაცემა. ასევე იმ ძალადობებზე ისიც არის პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ასევე ის პასუხისმგებელია კორუფციაზე, მომპარაობაზე, თბილისის ურბანული მიმართულება რომ ფაქტობრივად  გაანადგურა. შესაბამისად, ასეთი დამშვიდობება, როგორიც დღეს შემოგვაპარა, კახი არ გამოვა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ კახა კალაძეს  ბიზნესსაქმიანობა არასდორს შეუწყვიტავს.

ბუაძის თქმით, თბილისის მოქმედი მერი სხვადასსხვა ადამიანის საშუალებით ოპერირებდა, რომელთა უკანაც  კალაძის ბიზნეს ინტერესები იყო. 

თანამდებობაზე ყოფნის პირველივე დღეებიდან კახა კალაძე აგრძელებს ბიზნესსაქმიანობას, ოღონდ ეს ბიზნესსაქმიანობა ხორციელდება თბილისელების და ქართველი ხალხის ხარჯზე. არავისთვის არის ასევე საიდუმლო, რომ ის ოპერირებს სხვადასხვა ადამიანების საშუალებით, რომელთა უკანაც დგას რეალურად კალაძის ბიზნეს ინტერესები. კობა ივანოვი არის ერთი ასეთი ადამიანი, რომლის ხელში აღმოჩენილი მუნიციპალური ქონების რეალური თანამესაკუთრე ან სრული მესაკუთრე არის კალაძე და ის რომ ახლა დარეგისტრირდა რაღაც კომპანია, სადაც მათ აქვთ საერთო ბიზნეს-ინტერესები, არის მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ბიზნესსაქმიანობის ჩრდილიდან უკვე სააშკარაოზე გადმოსვლა", - ამბობს საბა ბუაძე. 

 

მსგავსი სიახლეები