"ქოცები" და კრემლი ერთი ტაქტიკით მოქმედებენ - გრიგოლ გეგელია

05.06.25 17:21
"ქოცები" და კრემლი ერთი ტაქტიკით მოქმედებენ - გრიგოლ გეგელია

"ქოცები" და კრემლი ერთი ტაქტიკით მოქმედებენ - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია რუსული საგარეო დაზვევრვის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

  • მოსკოვი ამტკიცებს, რომ ლონდონი ქართული ოპოზიციის გაძლიერებას აპირებს - როგორც რუსეთის საგარეო დაზვევრის განცხადებაშია ნათქვამი, "ბრიტანეთი დიდი ფულის ჩადებას აპირებს, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად". ამ განცხადებას წინ უძღოდა შალვა პაპუაშვილის იდენტური განცხადება, რომელმაც დღეს დილით იერიში მიიტანა საქართველოში ბრიტანეთის ელჩზე და თქვა, რომ ის ვენის კონვენციას არღვევს და ქვეყანაში ოპოზიციას აძლიერებს იმისთვის, რომ ოპოზიციამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიეროს.

გეგელიას თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის დაზვერვა და "ქართული ოცნება" იდენტურ დროს იდენტური ტექსტით გამოდის.

ოპოზიციონერი ლიერის განცხადებით, აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ოცნება" სამხრეთ კავკასიაში რუსული დაზვერვის ფილიალს წარმოადგენს". 

ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური იმისა, რასაც ჩვენ ყველანი ძალიან დიდი ხანია ვამბობთ და ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი არის პირდაპირ ბმაში რუსეთის საგარეო დაზვერვასთან და მეტიც, წარმოადგენს რუსული დაზვერვის ფილიალს სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში და პირდაპირ ასრულებს ყველა იმ დავალებას, ყველა იმ ნარატივს, ყველა იმ მიზანს და ამოცანას, რაც გააჩნია რუსულ დაზვერვას ჩვენს რეგიონში და კონკრეტულად სახელმწიფოში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის დაზვერვა და მეორე მხრივ "ქართული ოცნება" იდენტურ დროს იდენტური ტექსტით გამოდის, ეს არის ამ რიტორიკული თანხვედრის კიდევ ერთი დადასტურება და კიდევ ერთი სანიმუშო მაგალითი იმისა, რომ "ქოცები" და კრემლი არიან ერთ აზრზე და მოქმედებენ ერთი ტაქტიკით და ერთი მისიით", - განაცხადა გეგელიამ. 

მსგავსი სიახლეები