12-დღიანი პატიმრობის შემდეგ ლუკა ნაცვლიშვილმა იზოლატორი დატოვა

07.06.25 23:51
12-დღიანი პატიმრობის შემდეგ ლუკა ნაცვლიშვილმა იზოლატორი დატოვა

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუკა ნაცვლიშვილმა 12-დღიანი ადმინისტრაცული პატიმრობის შემდეგ  იზოლატორი დატოვა.

ნაცვლიშვილი პოლიციამ 26 მაისს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მ აცხადებდნენ, როლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარტია "ლელო-ძლიერ საქართველოში" აცხადებენ, რომ ახალგაზრდა აქტივისტების დაკავება პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის მორიგი მაგალითია.

მსგავსი სიახლეები