სახალხო დამცველის პასუხი თეა წულუკიანს და "ქართულ ოცნებას"

10.06.25 17:45
სახალხო დამცველის პასუხი თეა წულუკიანს და "ქართულ ოცნებას"

"არ ვფიქრობ, რომ რეორგანიზაციის საფუძველია ის, თუ ვის დროსაა თანამშრომელი მოყვანილი" - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა თეა წულუკიანს, რომელმაც დღეს ომბუდსმენის აპარატი გააკრიტიკა და ლევან იოსელიანს ჰკითხა, "ჩაატარა თუ არა მან რეორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატში და თუ არა, რატომ."

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ნაწილი მის მისვლამდე მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში და ისინი არ უნდა განისაჯონ იმის მიხედვით, თუ რომელი სახალხო დამცველის დროს დაიწყეს მუშაობა.

"არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები თავიანთ საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებენ, უნდა განვსაჯო, ვის დროს არიან მოსული"- თქვა სახალხო დამცველმა "ქართული ოცნების" წევრის საპასუხოდ.

მე ვმუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებიც დამხვდნენ სახალხო დამცველის აპარატში. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბატონი სოზარის [სუბარი] დროინდელი [თანამშრომელი], შემდეგ არის სხვა სახალხო დამცველების დროს მისული ადამიანები. მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებენ, ვის პერიოდში არის მოყვანილი ან ვინ იყო სახალხო დამცველი იმ დროს, ამით უნდა განვსაჯო მათი მომავალი და ეს უნდა იყოს რეორგანიზაციის საფუძველი. რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ, მაგრამ არა ეს”, – თქვა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა "ქართული ოცნების" იმ ფრაზასაც გასცა პასუხი, რომლის მიხედვითაც  მათ სახალხო დამცველის "იმედი არ აქვთ". 

"თუ სახელმწიფო დაარღვევს, თქვენს უფლებებს დავიცავ"- მიმართა ივანიშვილის გუნდს იოსელიანმა.

არ ვიცი რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ჩემი იმედი არ გაქვთ, რომ თქვენი უფლებები დავიცვა, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ სახელმწიფო დაარღვევს თქვენს უფლებებს, აუცილებლად დავიცავ. სახალხო დამცველი ადამიანების უფლებებს იცავს სახელმწიფოსგან და პირიქით. ეს არის მანდატის შინაარსი. მე ყოველთვის დავგმობ პოლიციელზე ძალადობას და ამას ნახავთ აქციებთან დაკავშირებით ჩემს ანგარიშშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტები გაკეთდება მოქალაქეებზე.“- განაცხადა მან.

ამასთან, იოსელიანმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც აქციის დაშლა ხდება, უნდა შეფასდეს, თუ რამდენად პროპორციულია სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული ძალა.

თუ პარლამენტის უკან ძალადობა ხდება, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას, დაიწყოს აქციის დაშლა რუსთაველზე? - არა! რატომ უნდა დააკავონ თავისუფლების მოედანზე მყოფი ადამიანი რამდენიმე მოძალადის გამო? რა კავშირი აქვთ მათ ერთმანეთთან?!"- თქვა ლევან იოსელიანმა. 

იოსელიანი დღეს „ქართული ოცნების” პარლამენტში 2024 წლის ანგარიშს წარადგენს.

სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში "ქართული ოცნების" ლიდერებმა დაიწუნეს -  ივანიშვილის გუნდის წევრების უკმაყოფილება ანგარიშის იმ თავს ეხება, სადაც პირდაპირ წერია, რომ ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების უფლებები დაირღვა და ხაზგასმულია პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობა.

დღეს თეა წულუკიანის კრიტიკის ობიექტები გახდნენ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებიც. 

რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? - მიმართა იოსელიანს "ქართული ოცნების" წევრმა. 

თეა წულუკიანის შემდეგ, ლევან ომბუდსმენის მიერ მომზადებული ანგარიში გააკრიტიკა ნინო წილოსანმაც. 

 უკმაყოფილება ჩანაწერის იმ ნაწილმაც გამოიწვიამ, სადაც სახალხო დამცველი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და საქმიანობაში ხელშეშლაზე მიუთითებს.

 

მსგავსი სიახლეები