საჯარო მოხელე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე წერს

12.06.25 13:33
საჯარო მოხელე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე წერს

საჯარო მოხელე, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს - როგორც თაკო კავკასიძე აღნიშნავს, ის "ქართული ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას გაემიჯნა და პოზიცია სპეციალურ პეტიციაზე ხელმოწერით დააფიქსირა. 

სამსახურიდან გათავისუფლებული ყოფილი საჯარო მოხელე აღნიშნავს, რომ მასთან ერთად თანამდებობა დაატოვებინეს პროევროპული კურსის მხარდამჭერი პეტიციის კიდევ ერთ ხელმომწერს. 

„სამსახურიდან გამათავისუფლეს. ამით დასრულდა ჩემი 10 წლიანი მუშაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სისტემამ ვერ აიტანა ჩემს მიერ ღიად დაფიქსირებული პოზიცია და ხელის მოწერა იმ პეტიციაზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვას და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გულისხმობდა.

სამინისტროს გაყოფის შემდეგ ჩემი დეპარტამენტი მოხვდა რეგიონული განვითარების სამინისტროში საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, პარტიამ და მისმა წარმომადგენელმა მინისტრმა, კახა გულედანმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ორი თანამშრომელი, რომელმაც პეტიციას ხელი მოაწერა, შეუფერებელი იყო აღნიშნულ პოზიციაზე.

ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი, საქართველოს აუცილებლად
ექნება ევროპული მომავალი.

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“- წერს Facebook-ზე თაკო კავკასიძე.

მსგავსი სიახლეები