კალაძის თქმით, "ქართულ ოცნებაში" უხელფასოდ მუშაობს

12.06.25 14:33
კალაძის თქმით, "ქართულ ოცნებაში" უხელფასოდ მუშაობს

კახა კალაძის თქმით, "ქართულ ოცნებაში" უხელფასოდ მუშაობს - "ოცნების" ლიდერი დღეს მედიასთან ამტკიცებდა, რომ "პარტიიდან ერთი თეთრი ხელფასი არ აუღია". 

პარტიაში რატომ უნდა იყოს ხელფასები, რამე ახალია და ჩვენ არ ვიცით?  - თქვა კალაძემ.

დღეს "ოცნების" ლიდერს კითხვა დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" უხელფასოდ მუშაობდა.

„პარტიაში რატომ უნდა იყოს ხელფასები, რამე ახალია და ჩვენ არ ვიცით? არც პარტიის თავმჯდომარეს, არც აღმასრულებელ მდივანს, არც გენერალურ მდივანს... მე პარტიის გენერალური მდივანი ვარ 2012 წლიდან მოყოლებული და პარტიიდან ერთი თეთრი ხელფასი არ ამიღია. ჩვეულებრივი მომენტია, რა არის ამაში [ახალი]?! [დეკლარაციასთან დაკავშირებით] ბატონ ირაკლის შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები და დარწმუნებული ვარ, მიიღებთ ამომწურავ პასუხს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 6 თვიანი "ტექნიკური ხარვეზის" შემედგ ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციები მომხმარებელებისთვის გუშინ გახადა ხელმისაწვდომი. 

მსგავსი სიახლეები