ბაია პატარაია Facebook პოსტების გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს

18.06.25 14:17
ბაია პატარაია Facebook პოსტების გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს

ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი 4 000 ლარით დააჯარიმეს. ბაია პატარაიას  Facebook-ზე მამუკა მდინარაძის, თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებიან. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.

"ქართულმა ოცნებამ" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა. "ოცნების" მიერ მიღებული კანონით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.