ჯორჯ კენტმა თქვა ნუ იტყუებიან დავიღალეთო - პაპუაშვილი

24.03.21 10:16
ჯორჯ კენტმა თქვა ნუ იტყუებიან დავიღალეთო -  პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის  შეფასებით, გუშინ სენატში გამართულ სხდომაზე სენატორმა ჯორჯ კენტმა ოპოზიცია გააკრიტიკა და მატყუარები უწოდა. 

ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავის მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი რუსი მოდის და არიქა ხალხო დავირაზმოთ... გვირაბი გავთხაროთ... კარვები გავშალოთ... ხეობები ჩავხერგოთ... და გავათავისუფლოთ (...რაღაცა მაინც, ვიღაცისგანო). ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო, - წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე განხილვა გაიმართა.