ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო - სტრასბურგში საქართველოს შესახებ საგანგებო დებატებისთვის ემზადებიან

20.06.25 20:49
ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო - სტრასბურგში საქართველოს შესახებ საგანგებო  დებატებისთვის ემზადებიან

მომავალ ხუთშაბათს საქართველო სტრასბურგში, დიდი ალბათობით, განხილვის მთავარი თემა იქნება. პოლიტიკური პატიმრების დროულად გათავისუფლების მოთხოვნით ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამებლაზე დებატების ჩანიშვნა მოითხოვა. ალდეს ვიცე-პრეზიდენტი ტვ პირველთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში არსებული უმწვავესი კრიზისიდან გამოსავლის ძიება ყველა ქვეყნის დელეგაციის ინტერესშია და ეს დებატები ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.   

ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბოლო 6 თვის განმავლობაში 2 რეზოლუცია მიიღო, თუმცა "ქართული ოცნება" პარტნიორების რეკომენდაციებს აიგნორებს და ბოიკოტს უცხადებს, რაც ევროსაბჭოს პოლიტიკურ ძალებს არ უკვირთ, რადგან 2024 წლის არჩევნების ტოტალურად გაყალბების შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე ყველამ იცის.

"ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაც. ორგანიზაცია მედიის წარმომადგენლების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოზიციის გამო დაჯარიმებას საგანგებო შეტყობინებით ეხმაურება და განგაშის სიგნალის მეორე დონეს რთავს. დინამიკის მიხედვით, საქართველოს შესახებ 2025 წელს პლატფორმას 19 შეტყობინება აქვს გამოქვეყნებული, რაც საქართველოსთვის ისტორიულად მაღალი მაჩვენებალია. 

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები