პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

24.03.21 10:50
პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინა გაიკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. პუტინს სხვა  მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებით, აცრა კამერების წინ არ გაუკეთებია, ვაქცინაციის ამსახველი ვიდეომასალა არც პრესსამსახურს გაუვრცელებია. კრემლის პრესსამსახური არ აკონკრეტებს,  რომელი ვაქცინით აიცრა რუსეთის პრეზიდენტი. კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით,  ვაქცინაციის შემდეგ პუტინი კარგად არის.

 რუსეთში ვაქცინაცია ადგილობრივი წარმოების 3 ვაქცინით Sputnik V-ით, EpiVacCorona-თ და CoviVac-ით მიმდინარეობს.