არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს მანქანა განზრახ დაეჯახა - ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

23.06.25 00:59
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს მანქანა განზრახ დაეჯახა - ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

 OC Media-ს  – დირექტორისა და ფოტორეპორტიორის, მარიამ ნიკურაძის ინფორმაციით, თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე ე.წ. ზებრების აქციაზე, დემონსტრანტებს ავტომობილი განზრახ დააჯახეს.

“მარიამ მეყანწიშვილი გადაიყვანეს სასწრაფოში, მანამდე გონი დაკარგა ორჯერ. მეორე დაზარალებულიც, ლიზი უბილავა, ამ წუთას წაიყვანა სასწრაფომ. პოლიციამ გვითხრა, რომ განზრახ დაჯახების ფაქტი “გადაცემულიაო” შესაბამის ადგილასო. გამოძიება დაიწყო თუ არა, არ ვიცით”. – წერს OC Media-ს  – დირექტორი და ფოტორეპორტიორი, მარიამ ნიკურაძე.

მომხდარის მეტი დეტალი ამ დროისთვის უცნობია. 

მსგავსი სიახლეები