ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ თეა წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ზვიად შარაძემ ოპოზიციონერს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას ჯაფარიძე არ დასწრებია.
ბადრი ჯაფარიძის საქმე იგივე მოსამართლემ განიხილა, ვინც მამუკა ხაზარაძეს იგივე განაჩენი გამოუტანა.
„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკას და ჩემს წინააღმდეგ. ამოცანაა, რომ გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა. ხელი ჩავიქნიოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის ბრძოლისთვის - ეს არ მოხდება"- თქვა განაჩენის გამოცხადებამდე ბადრი ჯაფარიძემ, კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო, 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე მოსამართლე ხაზარაძე-ჯაფარიძეს ციხეში გაუშვებდა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვინც "ქართული ოცნების" პარლამენტს არ აღიარებს, ყველა ციხეში წავა.