გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სოლიდარობას უცხადებს

23.06.25 17:48
გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სოლიდარობას უცხადებს

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს სოლიდარობას უცხადებს.

როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი “ოცნება” ოპონენტებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უსწორდება“.

სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, “ოცნების” რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს.

არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი “ოცნება” ოპონენტებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უსწორდება და ამით, კიდევ უფრო იმძიმებს საკუთარ მდგომარეობას და აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ქართველი ხალხის ბრძოლა არ გაჩერდება. "ოცნების” რეჟიმის ყველა პოლიტიკური პატიმარი მალე იქნება თავისუფალი!,- ვკითხულობთ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ დღეს, 23 ივნისს გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერი არ დასწრებია, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.

მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

პატიმრობა შეეფარდა „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძესაც. მოსამართლე ზვიად შარაძემ ოპოზიციონერს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

დღესვე 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.

მსგავსი სიახლეები