სენატმა, შესაძლოა, საქართველოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს

24.03.21 10:53
სენატმა, შესაძლოა, საქართველოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს

სენატმა, შესაძლოა, საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს- ამის შესახებ ინიციატივა, გუშინ სენატში გამართულ სხდომაზე, სენატორმა რონ ჯონსონმა დააყენა. 

სენატორები საგარეო კომიტეტის სხდომაზე მსჯელობდნენ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ კრიზისის გადასაჭრელად. 

ჩვენ ხანდახან საკმარისად არ ვაფასებთ, რისი გაკეთება შეუძლია სენატს. ეს მოსმენა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი გზავნილია, ვფიქრობ, პოტენციურად მივიღოთ რეზოლუცია, რათა წავახალისოთ პარტიები საქართველოში ერთად, თავად გადაჭრან უთანხმოებები. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს მათზეა დამოკიდებული. ვერავინ იქონიებს მათზე ზეწოლას,  – თქვა რონ ჯონსონმა.

სენატორის წინადადება მოიწონა  ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქართველებმა თავად იპოვონ გამოსავალი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ  აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების მოსმენა გაიმართა. სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა.

მსგავსი სიახლეები