ინვესტორებისთვის იმის ახსნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს, რთულია - ბიზნესმენი

26.06.25 17:26
ინვესტორებისთვის იმის ახსნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს, რთულია - ბიზნესმენი

 

 

ინვესტორებისთვის იმის ახსნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე წულუკიანის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს, რთულია, - ამის შესახებ ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა ხაზარაძემ "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ბიზნესმენის თქმით, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" დაკავებული ლიდერების წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში დიდია. 

ქართულ ეკონომიკაში მათი გაკეთებული ბევრი პროექტი დღესაც საჩვენებელია. ყველა მირეკავს და მეუბნება, რა ხდება, რატომ. მიჭირს ახსნა. ინვესტორებისთვის ახსნა იმის, რომ კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა და აქედან გამომდინარე მიუსაჯეს ციხე, ძალიან რთულია". - განაცხადა კახა ხაზარაძეს.

ამავე თემაზე ასევე ნახეთ:

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს. 

მსგავსი სიახლეები