ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება ბიზნესის თვალსაზრისით დამთრგუნველია - მარგველაშვილი
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება ბიზნესისთვის დამთრგუნველია - ამის შესახებ კომპანია "თბილღვინოს" დირექტორმა, ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც ბიზნესმენმა "ტვ პირველს" განუცხადა, ხაზარაძე -ჯაფარიძე წლების განმავლობაში ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტებს ახორციელებდნენ.
მამუკასთან და ბადრისთან 25 წელია ვთანამშრომლობ. არა მხოლოდ "თბილღვინოს", არამედ მრავალ ბიზნესს გვერდში ედგა განვითარებისთვის. ამის გარდა, ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტები აქვთ განხორციელებული. ეს დადებითი არ არის ბიზნესის თვალსაზრისით და გარკვეულწილად დამთრგუნველიც არის, რადგან ეს ხალხი არიან წარმატებული ბიზნესის შემქმნელები". - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
ამავე თემაზე ასევე ნახეთ:
- საზღვარგარეთის ფინანსურ წრეებში ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება მიუღებელი იქნება - თემურ ჭყონია
- ინვესტორებისთვის იმის ახსნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს, რთულია - ბიზნესმენი
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.