მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
საქართველს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ორივე მათგანს დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, - თქვა ლევან ვეფხვაძემ.