კალაძე ადასტურებს, რომ ევროპაში დიპლომატიური პასპორტით ვეღარ დადის

30.06.25 13:32
კალაძე ადასტურებს, რომ ევროპაში დიპლომატიური პასპორტით ვეღარ დადის

 

 

ირაკლი კობახიძის შემდეგ კახა კალაძეც ადასტურებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დიპლომატიური პასპორტით ვეღარ დადის. "ჩვეულებრივი პასპორტით ვიყავი", - ამბობს "ოცნების" ლიდერი "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

ამასთან, კალაძე ამტკიცებს, რომ მისთვის სანქციებზე მეტად მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესებია. 

ჩვეულებრივი პასპორტით ვიყავი. ხვალაც ევროპაში მივდივარ, მაგალითად. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ეს არის ჩვენი სამშობლო, - ამბობს კალაძე. 

ევრომისიის გადაწყვეტილება ძალაშია. ევროკავშირის 11 ქვეყანამ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე ჩინოვნიკებისთვის სანქციები უკვე აამოქმედა. ინფორმაციას "ევროსკოპი" სანდრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ის, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ვიზის გარეშე ვეღარ შედის, დღეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.  

მსგავსი სიახლეები