"ოცნება" ევროპაში უვიზოდ ვერ დადის - ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარები კეთდება

30.06.25 13:42
"ოცნება" ევროპაში უვიზოდ ვერ დადის - ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარები კეთდება

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. "ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებულ შეთანხმებას. 

ეს არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის სირცხვილი ევროკავშირის. 2010 წელს ხელშეკრულება არის დადებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ეს მისცეს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას, ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ 7 წელი ველოდით, 2017 წლამდე სანამ ჩვეულებრივ პასპორტზეც იქნებოდა უვიზო რეჟიმი. საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწერილია ყველაფერი, მათ შორის, გაწერილია გარემოებები, რა შემთხვევაში შეიძლება, შეჩერდეს ამ ხელშეკრულების მოქმედება. არცერთი ეს პუნქტი სახეზე არ არის დღეს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი და არ არსებობდა, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა. ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა, იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს, - ამბობს პაპუაშვილი. 

ევრომისიის გადაწყვეტილება ძალაშია. ევროკავშირის 11 ქვეყანამ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე ჩინოვნიკებისთვის სანქციები უკვე აამოქმედა. ინფორმაციას "ევროსკოპი" სანდრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ის, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ვიზის გარეშე ვეღარ შედის, დღეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.  

 

მსგავსი სიახლეები