დღეს საუბარი არის ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკის გადატვირთვაზე - ოპოზიცია სენატის მწვავე გზავნილებზე
დღეს საუბარი არის ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკის გადატვირთვაზე - ასე აფასებენ გუშინდელი სენატის სხდომას ხელისუფლების ოპონენტები. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ასეთი მწვავე კრიტიკას ბოლო წლებში სტატეგიული პარტნიორებისგან ვერც კი იხსენებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სტარტეგული პარტნიორების გზავნილები მთავრობისკენ იყო მიმართული და "ოცნებამ" პოზიციებს უნდა გადახედოს.
თუ "ოცნება" კიდევ ერთხელ ჩაშლის მოლაპარაკებებს, ვფიქრობ ამით დაიმძიმებს საკუთარ მდგომარეობას ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირესთან, რომელსაც აქვს უკვე სერიოზული შეშფოთება "ოცნების" მიერ გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, და ჩვენ ვხედავთ რომ დღეს საუბარი არის გადატვირთვაზე აშშ-ის პოლიტიკის ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. "ოცნების" ინტერესებშია გადახედოს საკუთარ პოზიციებს და შეთანხმება გახადოს შესაძლებელი - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ პროცესები ივანიშვილის რეჟიმისთვის არასასიკეთოდ ვითარდება.
ცხადია, რომ რკალი ვიწრუვდება, მაშინ როცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები იხსნება პრობლემების გადასაჭრელად, ეროვნული ამოცანების გადასაჭრელად, რკალი ვიწროვდება ივანიშვილის რეჟიმისთვის არასასიკეთოდ, იმიტომ რომ ცხადზე ცხადია ივანიშვილის რეჟიმის ინტერესები და საქართველოს ეროვნული ინტერესები მოდის წინააღმდეგობაში - ამბობს გიორგი კანდელაკი.
შეაგხენებთ, რომ გუშინ სენატის სგაარეო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს მიმართ მწვავე გზავნილები გაჟღერდა.