სამადაშვილი: "ოცნება" EU-ს უბიძგებს, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუჩეროს

30.06.25 15:18
სამადაშვილი: "ოცნება" EU-ს უბიძგებს, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუჩეროს

"ოცნების" ლიდები ეროკავშირს უბიძგებენ, უვიზო მიმოსვლა საქართველოს რიგით მოქალაქეებსაც შეუჩერონ, - ასე ეხმიანება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროპაში "ჩვეულებრივი პასპორტით" დადის.

ოპოზიიცონერი პოლიტიკოსის თქმით, მაშინ, როდესაც სანქცირებული ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, ევროკავშირს უჩნდება მოტივაცია, ეს პრივილიგია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეზღუდოს.

როდესაც დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, ეს არის, რა თქმა უნდა, გარკვეული სანქციის დაწესება და როდესაც ხელისუფლების წარმოამდგენლები ამაყად გვიცხადებენ, რომ, ფაქტობრივად, ამ სანქციას თავს არიდებენ და ჩვეულებრივი პასპორტებით გადაადგილდებიან ევროკავშირში უვიზოდ, ეს ნიშნავს, რომ ამით მოტივაციას უქმნიან ევროკავშირს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დაიწყონ მუშაობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ გამოდის, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან სანქცირებული და ამით უბიძგებენ ევროკავშირს, რომ გაამკაცროს გადაადგილების პირობები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე, - ამბობს სამადაშვილი.

ევრომისიის გადაწყვეტილება ძალაშია. ევროკავშირის 11 ქვეყანამ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე ჩინოვნიკებისთვის სანქციები უკვე აამოქმედა. ინფორმაციას "ევროსკოპი" სანდრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ის, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ვიზის გარეშე ვეღარ შედის, დღეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.  

ირაკლი კობახიძის შემდეგ კახა კალაძეც ადასტურებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დიპლომატიური პასპორტით ვეღარ დადის. "ჩვეულებრივი პასპორტით ვიყავი", ამბობს "ოცნების" ლიდერი "პირველების" კითხვის საპასუხოდ.  

მსგავსი სიახლეები