ბუტიკაშვილი: სანქციები მუშაობს, ევროკავშირი ინდივიდუალური ზომებისთვის ემზადება

30.06.25 15:35
ბუტიკაშვილი: სანქციები მუშაობს, ევროკავშირი ინდივიდუალური ზომებისთვის ემზადება

სანქციები მუშაოს, - ასე ეხმიანება კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ევროსკოპის მიერ გავრცელებულ იფორმაციას, რომ ევროკავშირის 11 ქვეყანამ დიპლომატიური და სამსახურეობრივ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლა უკვე შეაჩერა.

პოლიტიკოსი განმარტავს, რომ სანქციების ამოქმედება ნათელი მესიჯია ევროკავშირის მზადყოფნაზე, გადავიდეს მომდევნო ეტაპზე — ინდივიდუალური სახელმწიფოების მიერ დაწესებულ პირდაპირ სანქციებზე.

საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრს და თბილისის მერსაც მოუწიათ ჩვეულებრივი პასპორტებით გადაადგილება. დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ მათ და კობახიძის შემთხვევაში ვნახეთ, რომ მას ვიზის აღებაც კი დასჭირდა. ევროკავშირის სანქციები, ცხადია, მუშაობს. ეს ბიუროკრატიულად დროში იყო გაწელილი, მაგრამ ის უკვე ამოქმედდა, რაც ნიშანია იმის, რომ ევროკავშირს შეუძლია უკვე, შემდეგ ეტაპზე გადავიდეს ინდივიდუალურად სახელმწიფოს სანქციებით, შესაბამისად, უფრო მეტად დაჩქარდება. ეს გადაწყვეტილება ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ ინდივიდუალურ სახელმწიფოებს ჰქონდეთ იმის ბერკეტი, რომ ევროკავშირის სანქციებზე დაყრდნობით დააშენონ უკვე ინდივიდუალური სანქციები, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.  

ევრომისიის გადაწყვეტილება ძალაშია. ევროკავშირის 11 ქვეყანამ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე ჩინოვნიკებისთვის სანქციები უკვე აამოქმედა. ინფორმაციას "ევროსკოპი" სანდრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ის, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ვიზის გარეშე ვეღარ შედის, დღეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.  

ირაკლი კობახიძის შემდეგ კახა კალაძეც ადასტურებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დიპლომატიური პასპორტით ვეღარ დადის. "ჩვეულებრივი პასპორტით ვიყავი", ამბობს "ოცნების" ლიდერი "პირველების" კითხვის საპასუხოდ.  

 

მსგავსი სიახლეები