პოლიტპატიმარი არა მსხვერპლი, არამედ დაუმორჩილებლობის მაგალითია
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთო ლოდერი ელენე ხოშტარია სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის 8 თვიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ, რომ ეს არა სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური რეპრესიების იარაღია.
მისი თქმით, ოპოზიცია მყარად არის შეკრული და ბრძოლას აგრძელებს.
რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სამოსამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვე შეუფარდა. ზუსტად 6 წუთი დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ ეს არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური რეპრესიების იარაღი.
თუმცა, მინდა ყველას ძალიან კარგად ახსოვდეს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი დღეს არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი. სწორედ ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით, ყველა ჩვენ ერთად, დავამარცხებთ ამ სისტემას. ჩვენი კოალიცია არის მყარად შეკრული. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. მეტიც, ოპოზიცია არის მყარად შეკრული.
გუშინ, რვა პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოაცხადა ძალიან კონკრეტული ართანამშრომლობის, არდამორჩილების და სისტემის დემონტაჟის გეგმა, მიდგომა, რომელიც ძალიან მალე იქცევა კონკრეტულ მოქმედებებში. ამიტომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის რეპრესიები და ჩვენს ყველა პარტნიორს ეცოდინება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის ძალიან ღირსეული ბრძოლა," - განაცხადა ხოშტარიამ.
სასამართლომ ნიკა გვარამია 8 თვით ციხეში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე დაჭყებიამ გამოიტანა.
გუშინ კი რვა ოპოზიციურმა პარტიამ თვითმმართველოსბი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.