წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას დღეს დისტანციურად გამოკითხავს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას დღეს, 16:00 საათზე საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ. ექსპრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული.
წულუკიანის დათქმა ასეთია: გიორგი გახარიას ექნება ვალდებულება, „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს“.