ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს "ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო თანაგრძნობა გამოუცხადა - საელჩო

02.07.25 17:20
ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს "ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო თანაგრძნობა გამოუცხადა - საელჩო

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი 30 ივნისს და 1 ივლისს თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ეძღვნებოდა ირანის მიერ "ისრაელის რეჟიმის თავდასხმისას" დაღუპულ პირებს — ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადების მიხედვით, ღონისძიება მიეძღვნა "ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას".

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ:

  • საქართველოში თურქმენეთის ელჩი,
  • ყაზახეთის ელჩი,
  • ერაყის საქმეთა რწმუნებული,
  • ჩინეთის სამხედრო ატაშე,
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე,
  • ირანული დიასპორის წარმომადგენლები და
  • ქართველი ირანისტები.

საელჩოს ცნობით, სტუმრებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს და სოლიდარობა გამოუცხადეს ირანის ხალხსა და მთავრობას.

„მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი თანადგომისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

განახლება:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით თავად მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი.

მსგავსი სიახლეები