ლადო კახაძე AstraZeneca-თი პირდაპირ ეთერში აიცრა

24.03.21 11:27
ლადო კახაძე  AstraZeneca-თი პირდაპირ ეთერში აიცრა

"ქართული ოცნების" დეპუტატი და ექიმი ლადო კახაძე AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში  აიცრა. კახაძემ ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. ვაცქინაციის შემდეგ კახაძემ თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს. 

არანაირი შეგრძნება არ მაქვს, განწყობა კარგი მაქვს და მთავარია, რომ ამ შემთხვევაში თქვენთან ერთად ყველა ადამიანთან მივდივარ, ჩემს მოძმესთან, ჩემი ქვეყნის ბინადართან, დედამიწის ბინადართან, ყველასთან თხოვნით მივდივარ, რომ ჩვენი თანადგომა, ურთიერთპატივისცემა, გონივრული და პრაგმატული მიდგომა გზაა, რომ დავძლიოთ დიდი გამოწვევა, - თქვა ლადო კახაძემ ვაქცინის გაკეთების შემდეგ. 

ცნობისთვის,  AstraZeneca-ს ვაქცინით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც  საჯაროდ აიცრა. ტიკარაძემ ვაქცინაცია გუშინ, 23 მარტს საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. 

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftvpirveli%2Fvideos%2F480461039806187%2F&show_text=false&width=476" width="476" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>