"პოლიტიკური თავხედობის დემონსტრაცია" - გიორგი შაიშმელაშვილი ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადებაზე

03.07.25 11:25
"პოლიტიკური თავხედობის დემონსტრაცია" - გიორგი შაიშმელაშვილი ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადებაზე

უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი და "თავისუფლების მოედნის" წევრი გიორგი შაიშმელაშვილი "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის მიერ ირანის საელჩოში ვიზიტს ეხმიანება. 

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი "პოლიტიკური თავხედობის დემონსტრაცია" და ანტიდასავლური ნაბიჯია. 

ეს არის ანტიდასავლური ნაბიჯი, ვიდრე ვთქვათ, ირანისთვის გამოხატული სოლიდარობა. "ქართული ოცნებისთვის" ამ შემთხვევაში,  დაღუპული ირანელების მიმართ რაღაც გულწრფელი სამძიმარი ყველას გვესმის ეს, მაგრამ ვინაიდან წავიდნენ ამ ნაბიჯზე, იციან ყველაფრის შედეგი, ეს არის პოლიტიკური თავხედობის რაღაცნაირი დემონსტრაცია, რომ ჩვენ ესე დემონსტრაციულად ანტიდასავლურები ვართ. ის, რაც დასავლეთისთვის არის პოლიტიკური მორალის და სტრატეგიის საკითხი, ჩვენთვის ეს არის უმნიშვნელო და ვართ იმ ბოროტების ღერძის ირგვლივ ვტრიალებთ, რუსეთი, ირანი, ჩინეთი ნაცვლად იმ ტრადიციული ჩვენი პარტნიორებისა, რომელიც აქამდე სულ გვყავდა," - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა. 

ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, ირანს "ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩომ გავრცელა.  ფაქტს მალევე  ისრაელის საელჩო გამოეხმაურა და მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატა.

ასევე, ჯო უილსონმა დაწერა, რომ "ოცნებას" უყვარს ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია და სძულს ამერიკა". 

სკანდალს საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე საათის წინ გამოეხმაურა -  უწყება წერს, რომ ირანის სალჩომ მაკა ბოჭორიშვილს ოფიციალური ნოტით მიმართა სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ, სადაც ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი.

მსგავსი სიახლეები