მძიმე შემთხვევაა - "ოცნებაში" რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე პირველი კომენტარები კეთდება

07.07.25 13:25
მძიმე შემთხვევაა - "ოცნებაში" რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე პირველი კომენტარები კეთდება

მძიმე შემთხვევაა - ასეთ შეფასებას აკეთებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე თრნიკე რიჟვაძის დაჭრის ფაქტს. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს გამოჯანმრთელობას უსურვებს. 

„რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევა არის, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დეტალი ამ შემთხვევისა გაირკვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“, რაზეც პროპაგანდული მედიის თანახმად, ყოფილი ჩინოვნიკი წერილში წერდა, პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

„გამოძიება ხომ ამიტომ არის. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიების წარმოება არის და გამოძიება დაადგენს. სხვა დეტალები მე არ ვიცი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

  • შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".

ამის პარალელურად,  „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.

საგარეჯოს კლინიკას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ. 

 ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები