რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ? - სიმონიშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

06.10.21 14:48
რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ? - სიმონიშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

"რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?" - ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება. 

მისი თქმით, იურისტობა არ სჭირდება ცრემლსადენი გაზის და მხუთავი აირის გარჩევას

ღარიბაშვილი რომ დანიშნა ,,ოცნებამ" პრემიერად, მაშინვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება რადიკალიზაციის გზას დაადგა, 5 ივლისის შემდეგ რომ ძალიან საშიში გახდა, ესეც ვნახეთ ყველამ და ეს რა უბედურებაა?

პს. ახლა არ დამიწყოთ, ცრემლსადენი გაზი უნდა დაეწერაო. იურისტობა არ სჭირდება ცრემლსადენი გაზის და მხუთავი აირის გარჩევას",- წერს სიმონიშვილი.

პრემიერის განცხადების ამ ნაწილს, იურისტი გიორგი მშვენიერაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ პრემიერმა იმდენიც არ იცის, მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის რა განსხვავებაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. ვრცელ მიმართვაში მთავრობის მეთაური სხვადასხვა ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში. 

პრემიერი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას მსგავსად, სააკაშვილსაც ნარკოდამოკიდებულის იარლიყს აკრავს.

განცხადებაში პირველი პირი საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ფსიქოლოგიური და ფსიქიკური" მდგომარეობის შესახებ საუბრობს, თუმცა ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, რას ეყრდნობა. 

ამასთან, მთავრობის მეთაური  სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვაზეც" საუბრობს და იმუქრება, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა

მსგავსი სიახლეები