სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონშია - კახა კუჭავა
სენატის შეფასებით, საქართველო პროდასავლური, დემოკრატიული ქვეყანაა- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კუჭავას აზრით
სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პროდასავლურმა ძალამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ბუნებრივია, გამოხატული იქნა წუხილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუვალი ღირებულებაა, რომელიც ყველამ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა დაიცვან.„ქართული ოცნება“ იყო და რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელთაც გუშინაც გაესვა ხაზი, იქნება ეს საარჩევნო, სასამართლო სისტემის რეფორმა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისი, ეკონომიკური აღმავლობა, გეოპოლიტიკა თუ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები, - განაცხადა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. სენატორებმა საქართველოს მიმართ კრიტიკული გზავნილები გააჟღერეს. უმეტესობა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა დემოკრატიული პროცესების რღვევაზე მიუთითებს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს.