კრიტიკული ხაზი იყო, მაგრამ მე ამას კრიტიკულ ხაზს ვერ დავარქმევდი - ჩიქოვანი სენატორებზე

24.03.21 13:07
კრიტიკული ხაზი იყო, მაგრამ მე ამას კრიტიკულ ხაზს ვერ დავარქმევდი - ჩიქოვანი სენატორებზე

,,ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჩიქოვანი პოზიტიურად აფასებს ამერიკის სენატში საქართველოს შესახებ მოწყობილ განხილვას.

გუშინ კრიტიკული ხაზიც იყო, მაგრამ ამას მე არ დავინახავდი, როგორც  კრიტიკულ ხაზს, ამას შევაფასებდი, როგორც  საქართველოს მეგობრების სურვილს და რჩევას, რომ საქართველომ  კიდევ უფრო მეტ სიმაღლეებს მიაღწიოს დემოკრატიის თვალსაზრისით. საქართველო  ამერიკის სენატისა და  სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ერთგული პარტნიორი ყველაზე რთულ რეგიონში - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი ჩიქოვანმა ამერიკის სენატში საქართველოს შესახებ გამართული  მსჯელობის შეფასებისას ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა,  ოპოზიციამ საქაღთველოში ხელოვნური კრიზისი და ჩიხური მდგომარება შექმნა, რადგან ვერ მიიღო ის მხარდაჭერა, რაც მას ხელისუფლებაში მოიყვანდა.

 გუშინ, სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. სენატორებმა საქართველოს მიმართ კრიტიკული გზავნილები გააჟღერეს, რომელთა უმეტესობა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და დემოკრატიული პროცესების რღვევაზე მიუთითებს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს.

მსგავსი სიახლეები