"ვმსჯელობთ კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმსა და სანქციებზე, როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე" - ექსკლუზიური ინტერვიუ ბენჯამინ ჰადადთან

17.07.25 16:59
"ვმსჯელობთ კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმსა და სანქციებზე, როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე" - ექსკლუზიური ინტერვიუ ბენჯამინ ჰადადთან

 

 

ექსკლუზიური ინტერვიუ ბენჟამინ ჰადადთან - ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ადასტურებს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ სანქციების დაწესება განიხილება როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ (საფრანგეთის) დონეზეც.

ჰადადი ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე სანქციების გარდა დევს, როგორც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადახედავა, ასევე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება.

ზეწოლა ოცნებაზე გაგრძელდება, იქამდე სანამ არ შეწყდება რეპრესიები, დაკავებები და არ დაიწყება ახალი დიალოგი ახალი არჩევნებისთვის - ამბობს ჰადადი "პირველების" რეპორტიორთან:

"პირველების" რეპორტიორის კითხვა: გუშინ ევროპულმა საბჭომ საქართველოში არსებული ვითარებაა განიხილა და ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიების საპასუხოდ, ხელისუფლების წინააღმდეგ მისაღებ შესაძლო ზომებზე ისაუბრა.  ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა სანქციების 15 კაციანი სიაც წარადგინა, თუმცა, საერთო შეთანხმება ვერ შედგა. თქვენი აზრით, რატომ ვერ შედგა შეთამნხმება სანქციებთან დაკავშირებით 27 სახელმწიფოს შორის?

ბენჯამინ ჰადადი: მინდა გავიხსენო რატომ ვართ აქ. საქართევლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა . ჩვენ , საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. სამწუხაროდ, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ვნახეთ, არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადაინაცვლა არალიბერალიზმისკენ, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიებისკენ. ჩვენ ვნახეთ ძალადობა და დაკავება პოლიტიკური ოპონენტების,რომლებიც იყენებდნენ თავისუფლად გამოხატვის და პროტესტის უფლებას. ჩვენ ვნახეთ არჩევნები, რომელსაც ეუთომ და ევროპარლამენტმა არასამართლაინი და,  სამწუხაროდ,  მიტაცებული უწოდა. აშკარაა, რომ როცა შენ ევროკაშირის კანდიდატი ქვეყანა ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა პატივი სცე კანონის უზენაესობას , სიტყვის თავისუფლებას , ფუნდამენტურ უფლებებს და უმცირესობების უფლებებს.  ამიტომ, ევროპულ საბჭოში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ მივიღებთ ამ გადახვევას და მზად ვიქნებით ზომების მისაღებად , როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ დონეზეც, რომ დავასანქციროთ პირები , ვიინც ამ კურსის გადახვევაშია პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ეს შეანებელებს და გაყინავს ევროპულ პროცესს. ვიცი სადაა საქართველო. მოსახლეობის უმრავლესობას ევროპული გზის გაგრძელება სურს, უნდა დემოკრატიული გზის ბოლომდე გაგრძელება, ევროკავშირისკენ და ქართული ოცნების ქმედებები ამ გზას ძალიან ართულებს და ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. წევრს სახელმწიფოებთან ერთად , ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს. ჩვენ ვმსჯელობთ კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმსა და სანქციებზე, იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია. ან 27 სახელმწიფოს ან ეროვნულ დონეზე", - განაცხადა ბენჯამინ ჰადადმა. 

"პირველების" რეპორტიორმა ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრს ჰკითხა, განიხილავს თუ არა საფრანგეთი ფინანსურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა და ქონებასა და აქტივებს ფლობეს საფრანგეთში, რაზეც ჰადადმა უპასუხა, რომ "მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა ვარანტი გვაქვს, რომ ქართულ ოცნებაზე ზეწოლა მოვახდინოთ".

"პირველების" რეპორტიორი: რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ უკვე დააწესა სანქციები იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაზე. იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის ორბანი და სლოვაკეთი გააგრძელებენ ივანიშვილის გუნდის სანქცირებაზე ვეტოს დადებას, განიხილავთ თუ არა ეროვნული სანქციების დაწესებას ქართული ოცნების წინააღმდეგ? მინდა დავამატო, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება, საფრანგეთის მოქალაქეა, ფლობს აქტივებსა და ქონებას საფრანგეთში, არა მხოლოდ მას, არამედ მისი პოლიტიკური პარტიის წევრებიც. განიხილავთ თუ არა მის წინააღმდეგ პირად ფინანსურ სანქციებს?

ბენჯამინ ჰადადი: ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა ვარანტი გვაქვს, რომ ქართულ ოცნებაზე ზეწოლა მოვახდინოთ , როგორც ევროპულ დონეზე, ასევე ეროვნულ დონეზე. ამ ზომების მიღმაც, დღეს სიმართლე ისაა, რომ ქართულმა ოცნებამ ეს პროცესი გაყინა და შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს კიდეც. მაგრამ დიახ, ყველა ვარიატი გვაქვს მაგიდაზე. 

"პირველების" რეპორტიორი: რაც შეეხება საფრანგეთის მთავრობა, უნდა ველოდოთ თუ არა დამატებით ზომებს?

ბენჯამინ ჰადადი: ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარნტიორებთან ამ საკითხსთან დაკავშრებით. ბოლო პერიოდში მე შეხვდი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს , სალომე ზურაბშვილს ფლოფსექის კონფერენციაზე პრაღაში, რომელსაც სოლიდარობა გამოვუცხადე. ჩვენ მხაარს ვუჭერთ, თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ევროპულ პროცესს და ასევე გავაგრძელებთ. ბოლო პერიოდში მე მქონდა საუბარი ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან სტივენ დაუთისთან  და ჩვენს თანამოაზრეებთან ევროპაში.  ჩვენ არ დაგვავიწყდება ქართველი ხალხი და ძალიან ახლოდან ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ პროცესებს. 

ასევე ნახეთ: