არსებობს თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად კვალიფიციური უმრავლესობა ევროპულ საბჭოში? - რას ეუბნება ჰადადი "პირველებს"

17.07.25 17:07
არსებობს თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად კვალიფიციური უმრავლესობა ევროპულ საბჭოში? - რას ეუბნება ჰადადი "პირველებს"

 

 

არსებობს თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად კვალიფიციური უმრავლესობა ევროპულ საბჭოში? - ეს კითხვა დაუსვა ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრს "პირველებმა", რაზეც ბენჯამინ ჰადადმა განაცხადა, რომ  ამის შესაძლებლობა ევროპის საბჭოს ნამდვილად აქვს.

  • ცნობისთვის, კაია კალასმა "ქართულ ოცნებას" წერილი გამოუგზავნა უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ჰადადმა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ "ოცნება" საქართველოს მოსახლეობას ევროპის კარს უხურავს, თუმცა ის აღნიშნავს, რომ დაგვიანებული არაფერია და ივანიშვილის ხელისუფლებას შეუძლია მიმართულება შეცვალოს და ევროპულ კურსს დაუბრუნდეს. 

"პირველების" რეპორტიორი: ბატონო ბენჯამინ, კაია კალასმა ქართულ ოცნებას წერილიც გაუგზავნა უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით. თუ საქარათველოს მთავრობა ამ გზას გააგრძელეს და გააგრძელეებს ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევას, ისინი უვიზო რეჟიმს გააუქმებენ. არსებობს თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად კვალიფიციური უმრავლესობა ევროპულ საბჭოში და როგორია თქვენი პოზიცია?

ბენჯამინ ჰადადი: მართალი ხართ როცა ამბობთ, რომ უვიზო რეჟიმს კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება სანქციბისგან განსხვავებით,  რისთვისაც ერთიანობაა საჭირო. დიახ, შეიძლება გქონდეთ კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობა ევროპულ საბჭოში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით.  პოზიციის შესაცვლელად ძალიან გვიანი არ არის. არ არის გვიანი წახვიდეთ სხვა მიმართულებით და გქონდეთ ინკლუზიური დიალოგი ოპოზიციასთან, რომ დასვათ ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან და იფიქროთ ახალ პროცესზე, რომელმაც შეიძლება ახალ არჩევნებამდე მიგიყვანოთ. პროცესი უნდა იყოს პატივისცემაზე დაფუძნებული,  გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული და იქნება დემოკრატიული პროცესი. ამის იმედი  გვაქვს , ჩვენ გვინდა, რომ საქარათველომ აღადგინოს ევროპული ნარატივი და ევროპული პროცესი. სამწუხაროდ, ქართული ოცნების და ხელისუფლების მიერ არჩული კურსი ამის საპირისპიროა და საქართველოს მოსახლეობას ევროპის კარს უხურავს. და ამას საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ", - განაცხადა ჰადადმა 

ასევე ნახეთ: