"ქართული ოცნება" არადემოკრატიულ გზაზე დგას... ეს არის რუსეთის ჩარევის გამოხატულება" - ბენჯამინ ჰადადი
ექსკლუზიური ინტერვიუ ბენჟამინ ჰადადთან - ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრის თქმით, პოლიტიკური ოპონენტებსა და დემონსტრანტებზე თავდასხმა და დაკავება ნიშნავს, რომ "ოცნება" არადემოკრატიულ გზაზე დგას.
ჰადადი “ოცნების“ ქმედებებს “რუსეთის ჩარევის გამოხატულებად მიიჩნევს და ამბობს, რომ რუსეთის დღის წესრიგია ევროპის და დასავლური დემოკრატიის დესტაბილიზაცია“
რუსეთი ხალხის პროდემორკატიული და პროევროპული მისწრაფებების გადახვევას ცდილობს- ამბობს ჰადადი "პირველების" რეპორტიორთან:
"პირველების" რეპორტიორი: საქართველოს შესახებ თქვენს ბოლო ორ განცხადებაში თქვენ ახსენეთ „ავტორიტარიზმი“. ვციტირებ: „ავტორიტარული სისტემისკენ სწრაფი ტრანსფორმაცია“, „საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი“. რა მოვლენებმა მიგიყვანათ ამ განცხადების გაკეთებამდე? რადგან ევროპელი ლიდერები ძირითადად ამ ტერმინს პუტინის ან სხვა დიქტატორების წინააღმდეგ იყენებენ.
ბენჯამინ ჰადადი: ძალიან მარტივად გეტყვით. როცა შენ ხედავ პოლიტიკური ოპონენტების და უბრალოდ დემონსტრანტების შევიწროებას, თავდასხმას და დაპატიმრებას, მხოლოდ იმიტომ, რომ აზრს გამოხატავენ, ცდილობენ ჰქონდეთ პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლება , მაშინ შენ არადემოკრატიულლ გზაზე დგახარ. ეს გვადარდებს ყველაზე მეტად. ამას ვხედავთ “ქართული ოცნებისგან“. ეს არის რუსეთის ჩარევის გამოხატულება. ვიცით, რომ რუსეთი ხალხის პროდემორკატიული და პროევროპული მისწრაფებების გადახვევას ცდილობს. ეს მხარეების არჩევას არ ნიშნავს, კითხვა შემდეგნაირად მდგომარეობს, რა უნდა ქართველ ხალხს.
“პირველების" რეპორტიორი: ბატონო მინისტრო, რომ არა რუსეთის პირდაპირი ბრძანება, ელოდით თუ არა დემოკრატიიდან ავტორიტარული სისტემისკენ ასეთ სწრაფ ტრანსფორმაციას? ხედავთ თუ არა ამაში რუსეთის კვალს ან გავლენას?
ბენჯამინ ჰადადი: აშკარაა, რომ რუსეთის დღის წესრიგია ევროპის და დასავლური დემოკრატიის დესტაბილიზაცია. რუსულ ჩარევებს ჩვენ ყველგან ვხედავთ , კიბერ თავდასხმებს საფრანგეთში, დეზინფორმაციას. რამდნიმე თვის წინ მოლდოვასა და რუმინეთში ვიყავი, ვხედავდით, როგორ გამოიყენება სოციალური მედია რუსეთის ინტერესების გატარების ინსტრუმენტად, კონსპირაციული თეორიებისთვის, ანტი-დემოკრატიული ნარატივებისთვის. მიამიტები არ უნდა ვიყოთ, რა არის პუტინის რეჟიმის დღის წესრიგი. კიდევ ერთხელ, სხვა გზის ასარჩევად გვიანი არ არის, არ არის გვიანი განაახლო დიალოგი ევროპასთან, ოპოზიციასთან და აირჩიოთ გზა, რომელიც კანონის უზნესაესობასთან და დემოკრატიასთან იქნება შესაბამისობაში. ჩვენ გვინდა დემოკრატიული და ევროპული საქართველო ვნახოთ. გვიანი არ არის, თუმცა ჩვენ გვაქვს რეაგირების ინსტრუმენტები წნეხის გასაზრდელად და ძალიან ახლოდან ვაკვირდებით პროცესებს საქართველოში,-განაცხადა ჰადადმა.
ასევე ნახეთ:
- "ვმსჯელობთ კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმსა და სანქციებზე, როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე" - ექსკლუზიური ინტერვიუ ბენჯამინ ჰადადთან
- არსებობს თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად კვალიფიციური უმრავლესობა ევროპულ საბჭოში? - რას ეუბნება ჰადადი "პირველებს"
- იყო თუ არა პირველი კომუნიკაციის შემდეგ კიდევ ერთი ზარი ივანიშვილსა და მაკრონს შორის - ჰადადის კომენტარი