მარიხუანა პოლიციელ ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის ბარში - "ბათუმელების" ვიდეო
მარიხუანა პოლიციელ ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის ბარში - კადრებს გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
ცნობილია, რომ მდებარე ბარი „ბოჰემა“, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის, მარიამ გერლიანის საკუთრებაა, ძველ ბათუმში მდებარეობს.
გამოცემა წერს, რომ მათი ჟურნალისტები კვირის განმავლობაში რეგულარულად აკვირდებოდნენ დგებუაძის მეგობარი ქალის ბარს. რამდენიმე წუთის წინ, "ბათუმელების" ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს მარიხუანას შეხვევის და გადაცემის კადრი.
მარიხუანას მოწევა საქართველოში ნებადართულია, თუმცა „ოცნება“ აცხადებს, რომ ამკაცრებს ნარკოპოლიტიკას.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 5 გრამი მარიხუანას ფლობა 6 წლამდე ციხით დაისჯება.