პოლიორგანული უკმარისობა და ორგანოების დაზიანება - ექიმების საგანგაშო პროგნოზი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

07.10.21 17:31
პოლიორგანული უკმარისობა და ორგანოების დაზიანება - ექიმების საგანგაშო პროგნოზი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შიმშილობის გამო შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს, განსაკუთრებული გართულებები კი მე-10-ე დღიდან არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ექიმები საუბრობენ. "მედგიდის" დამფუძნებლის და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის, თქმით, შიმშილობასთან ერთად სააკაშვილის ჯანმრთელობას ფსიქოლოგიური წნეხი ემატება, რასაც მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაცია უქმნის. ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს, მათ შორის აკრძალული აქვს კონტაქტი ციხის ექიმების გარდა სხვა მედიკოსებთან.  

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიმშილობს უკვე მე-7 დღეა, ამან შეიძლება, გამოიწვიოს პოლიორგანული უკმარისობა, სხვადასხვა ორგანოები დააზიანოს და შეუქნას ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და ამისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს პირიქით, ცდილობენ ფსიქოლოგიურ წნეხში ამყოფონ, ის რომ შეუზღუდეს ზარები, შეუზღუდეს მნახველთა რაოდენობა. ამ დრომდე მას ტელევიზორი არ აქვს. მასთან მუშაობენ ციხის ექიმები, მნახველთა რაოდენობა არის შემცირებული და ყველას ხელს უშლიან კომუნიკაციაში, მათ შორის, ექიმებს, ცხადია", - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

იმუნოლოგ ვახტანგ კალოიანის შეფასებით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

 მე-7, მე-10 დღიდან ნებისმიერ დროს შეიძლება, განვითარდეს საკმაოდ მძიმე ცვლილებები, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა. მეორე პიკი არის დაახლოებით 20 დღის შემდეგ, როცა შეიძლება, უფრო სწრაფად და დრამატულად წავიდეს მოვლენები. ის უარს ამბობს ყველანაირ ჩარევაზე, ეს მის პრინციპულ პოლიტიკურ პოზიციას ასახავს, შესაბამისად სამედიცინო ინტერვენციის რესურსი არ არის", - ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მე-7 დღეა, შიმშილობს.  მასთან დღეს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, შევიდა და პატრიარქის თხოვნა გადასცა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა სააკაშვილმა უარი განაცხადა

მსგავსი სიახლეები