ევროკავშირის ელჩს ქვეყნიდან გავაძევებდი - კახა კალაძე

24.07.25 13:33
ევროკავშირის ელჩს ქვეყნიდან გავაძევებდი - კახა კალაძე

 

 

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ - დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მისი ნება რომ იყოს, პაველ ჰერჩინსკის "ქვეყნიდან გააძევებდა". 

"ქართული ოცნების" გენერალურ მდივანი დიპლომატის იმ განცხადებამ გააღიზიანა,  სადაც ჰერჩინსკი ევროკავშირთან დაასაახლოებლად საჭირო რეფორმებზე საუბრობს.

  • რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის, -უთხრა IPN.GE-ს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა

კალაძის განცხადებით, თუ ჰერჩინსკიმ მსგავსი განცხადება გააკეთა, ის "ქვეყნიდან გასაგდებია". 

"ქართული ოცნნების" ლიდერმა 27 ქვეყნის წარმომადგენელს "მავნებელი და დაველებების შემსრულებელი", პროევროპულ აქციებზე დაკავებულებს კი "დამნაშავეები".

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც ვისმენთ ევროკავშირის ელჩისგან - მაგალითად, რასაც ვისმენდით არჩევნების პერიოდში. მე არ ვიცი, როდის გააკეთა ეს განცხადება, თუ მართლა გააკეთა, მე თუ მკითხავთ, ქვეყნიდან გასაგდებია. თუ ამ ტიპის განცხადებას აკეთებს ევროკავშირის ელჩი, როდესაც შენ გყავს კონკრეტული დამნაშავეები. 

ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით. მის სტატუსს იყენებს, მავნებლობს, ცხადია, ის ასრულებს დავალებას, რასაც ეუბნებიან იმას აჟღერებს - ეს არის მოცემულობა.

ეს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი ხედვაა, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა გავაძევებდი [ევროკავშირის ელჩს] იმიტომ, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას," - განაცხადა კალაძემ. "- თქვა კალაძემ. 

კითხვაზე, ნანახი აქვს თუ არა კადრები, სადაც პროევროპულ აქციებზე დაკავებულები ვინმეზე ძალადობენ, თბილისის მერმა თქვა, რომ "კი, ნანახი აქვს". 

კი, რა თქმა უნდა, მაქვს კადრები ნანახი, როდესაც მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, როდესაც ხელკეტებს ურტყამენ, როდესაც პეკარდებს ესვრიან პირდაპირ სახეში პოლიციელებს, რა თქმა უნდა მაქვს [ნანახი] და ძალიან მძიმეა. 

თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება უნდა - ეს გადატრიალების და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება"- დასძინა მან. 

კალაძე ირწმუნება, რომ საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური სცენარით ცვლილება დასავლურ ბიუროკრატიას უნდა: 

ქვეყანაში ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან, მათი ფინანსებით, მათი მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით"- განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

რეპლიკაზე, "რუსეთიდან საფრთხე არ მოდის" კახა კალაძე კამერებთან აღნიშნავს: 

რუსეთი ცალკე პრობლემაა, ის რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები... ეს შემდგარი ფაქტია, ეს არის მოცემულობა"- დასძინა მან. 

 

მსგავსი სიახლეები