საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.
ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, ოპოზიციაში გასული 8-დღიანი სხდომების მიმდინარეობას აფასებენ
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძის თქმით, საზოგადოებამ 8 დღიოს განმავლობაში კარგად დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივით შეკერილია".
უკვე ბევრი რამ გამოაჩინა გასულმა 8-დღიანმა პროცესმა, როგორც წარიმართა "ოცნების" მხრიდან. ჩემი აზრით, ეს იყო "ოცნებისთვის" საზოგადოების თვალში განადგურების ტოლფასი. დაინახა ყველამ, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს - არის სრულიად აბსურდული, პოლიტიკური მოტივით შეკერილი სარჩელი. არაფერ შუაში, არაფერ ბმაში არ არის ეს ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან და ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ გააუქმონ პოლიტიკური ოპოზიცია., გააფორმონ დიქტატურა", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.
სხდომა, რომელიც 9 ნოემბერს იყო ჩანიშნული, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გადაიდო.