გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება მისცა

30.07.25 17:18
გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება მისცა

 

 

გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში ხვალ, 12:00 საათზე ადვოკატების დასკვნითი სიტყვებით  გაგრძელდება. მოსამართლეთა კოლეგიას დღეს "თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა" ხელმძღვანელმა დღეს ჩვენება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისცა. 

ბიზნესმენმა დეტალურად მოყვა, რატომ აიღო სესხი "ქართუ ბანკიდან " და რის გამო დაიწყო მისი თქმით, შურისძიება "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა. 

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს სააპელაციო სასამართლო ჩვენების მიცემის ნებართვა, ბიზნესმენის  ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ მისცა. 

  • სააპელაციო სასამართლოში "კრიპტოვალუტის მითვისების" საქმე განიხილება, რაზეც 40 წლის ბიზნესმენს 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, როცა ის ბიზნესს იწყებდა, დამატებითი ფინანსების მობილიზება დასჭირდა და "ქართუ ბანკთან" მოლაპარაკებები დაიწყო და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავას შეხვდა.

ამასთან, როგორც ბრალდებულმა თქვა, 11 წუთიანი სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც საქმეში დევს, ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ბიზნესის ინვესტორი არ იყო და მან ქართუდან ფული სესხის სახით აიღო. 

ბიძინა ივანიშვილთან მქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხშირად მის რეზიდენციაში მივდიოდი - მინიმუმ კვირაში ორჯერ ან სამჯერ.

არცერთი შემთხვევა არ არის და პროკურორიც დამეთანხმება იმედია, რომ სადმე რაიმე ყოფილიყოს ჩემი და ივანიშვილის საწილო ან საერთო ბიზნესი გვქონოდეს, ან საერთო პროექტი გვქონოდეს.

პირველი მივედი ივანიშვილის "ქართუ ბანკში" და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან - ვუთხარი, რომ თუ შესაძლებელია ავიღო სესხი მაინინგისთვის, ვერც მიხვდა დაახლოებით მაინინგი რა იყო, არ იცოდა ეს ბიტკოინი რა არის, გამიშვა ბანკში. 

უთხრეს ივანიშვილს, რომ რაღაც რისკებს ვხედავთო მაინცო. რისკები - არ იცოდნენ უბრალოდ როგორ კრიპტო მუშაობს და რა არის. მათთვის ეს არაცნობილი ბიზნესი იყო. 

ამ სატელეფონო საუბარში ძალიან კარგად ჩანს, რომ ივანიშვილი მეუბნება, ნატო ხედავთ რაღაც რისკებსო, აუხსენი (ნატო ხაინდრავას) კარგადო. 

ივანშვილს უწერია, რომ საერთოდ მე მინდოდა ბიტკოინის მაინინგიო და გიორგის უთხარი და გააკეთაო. თუმცა როცა გამოჩნდა ჩანაწერი, გამახსენდაო რომ მანამდე თურმე გიორგის უნდოდა მაინინგიო, შემდეგ მე უარი ვუთხარიო და უარი რომ ვუთხარი რამდენიმე დღე მარწმუნებდა და ბოლოს, მე გავუკეთე ისეთი საქმე, როგორსაც მამა შვილს არ გაუკეთებსო - ანუ პროექტი წავართვი, ავახიეო, როგორც მამა შვილს არ გაუკეთებდა ისეთი საქმე გავუკეთეო და მე შევედი მაგ პროექტშიო. ეგ ყველაფერი არის ტყუილი. 

.... აიღო სესხი ბანკში, დაფარა სესხი და პრეტენზია არ ჰქონია, პრეტენზია გაჩნდა მხოლოდ იმის მერე, როდესაც ივანიშვილს თავისი ანტიდასავლურ, საგიჟეთს რასაც ჩადის, რომ არცერთი მეგობარი ქვეყანა აღარ დარჩა, ზუსტად მაგაში არ წავყევი. 

შათირიშვილის მიერ გავრცელებული პირველი ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც დაიწყო 2022 წელს, ამის გავრცელებას ივანშვილი მთხოვდა მე. მე ამაზე უარი ვუთხარი. თითქოს ვიღაც აშანტაჟებდა მას, რომ თითქოს რაღაცა გარე ძალები მართავდნენ პროცესს, არანაირი გარეძალები პროცესს არ მართავდნენ. 

მერე როგორც ჩანს იფიქრა, ბიტკოინში ძალიან დიდი ფული უშოვიაო და მოინდომა ასე ვთქვათ, დაყაჩაღება, ზუსტად ისე, როგორც ახლა მის მთავრობის წევრებზე არის მიმდგარი. ზოგი თავს იკლავს და ზოგი წელში ვერ სწორდება, თურმე ბიჭებს ფული უშოვნიათო"- თქვა ბაჩიაშვილმა. 

ვიდრე "კრიპტოვალუტის" საქმეზე ისაუბრებდა, გიორგი ბაჩიაშვილმა შესავალი სიტყვებით ისარგებლა და დეტალურად მოყვა საქართველოში მისი ჩამოყვანისა და საპატიმროში ცემასთან დაკავშირებით.

ბაჩიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი "დევნის უკან რეალური მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება".

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები