მზია ამაღლობელი კრიტიკულ მედიას: განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის

04.08.25 14:41
მზია ამაღლობელი კრიტიკულ მედიას: განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის

 გახსოვდეთ, განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის - ასე მიმართა მზია ამაღლობელმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.

„სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის. ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების ძალას - ბრძოლა გამარჯვებამდე!“, - თქვა მზია ამაღლობელმა დასკვნით სიტყვაში.

მასალა მომზადებულია "რადიო თავისუფლებაზე" დაყრდნობით. 

 „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი,  6 აგვისტოს, 14 საათზე გამოაცხადებს.

დღეს, 4 აგვისტოს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა თავად დაკავებულმა ჟურნალისტმაც. 

ასევე ნახეთ:  

მსგავსი სიახლეები