“ჭორებით გავსებული, ე.წ. დასკვნა“-ოპოზიციაში ამბობენ, რომ ე.წ. წულუკიანის კომისია რუსეთის დავალებას ასრულებს

04.08.25 15:34
“ჭორებით გავსებული, ე.წ. დასკვნა“-ოპოზიციაში ამბობენ, რომ ე.წ. წულუკიანის კომისია რუსეთის დავალებას ასრულებს

რა მიზანი ქონდა თეა წულუკიანის კომისიას?-ოპოზიციაში ამბობენ, რომ ე.წ. წულუკიანის კომისია რუსეთის დავალებას ასრულებს და დასკვნას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება.

“დადგება დრო, როცა გამოსაძიებელი გახდება, სწორედ ამ კომისიის და მათი წევრების საქმიანობა“,- ამბობენ ისინი.

ხელსუფლების ოპონენტების თქმით, “აღნიშნული კომისია ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად შეიქმნა და არავინ იცის, რა ეწერება ამ ჭორ-ბიუროს მომზადებულ დოკუმენტში.“

ამ კომისიის დასკვნას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება, დადგება დრო და გამოსაძიებელი იქნება სწორედ ამ კომისიის და მათი წევრების საქმიანობა, იმიტომ, რომ ეს რუსული კომისია შექმნილია ერთადერთი მიზნით - კომისია ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად შეიქმნა. კომისიის დასკვნას ეს დანიშნულება ექნება, რომ საქართველოში ყველა დემოკრატიული და პროევროპული პარტიის საქმიანობა შეიზღუდოს და შემდგომ აიკრძალოს. ასეთია რუსეთის დავალება- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ჭორებით გავსებულს“ უწოდებს 430-გვერდიან დოკუმენტს კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, წულუკიანის კომისიის მიღებულ დასკვნას და ვარაუდობს, რომ “ჯერ ვერ შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე და ამიტომ გადადეს მსჯელობა 1 თვით“.

ჭორებით გავსებული, ე.წ. დასკვნა, რომელიც ჯერ არავის უნახავს და არავინ იცის, რა ეწერება ამ ჭორ-ბიუროს მომზადებულ დოკუმენტში. ეწერება აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხი და საქართველოს დაადანაშულებენ თუ არა, ეს მოღალატეები, ეს ერთი და მეორე, სრულად უარს იტყვიან ავტორიტარიზმზეც კი და გადერთვებიან ტოტალიტარიზმის კლასიკურ გაგებაზე და რეალურ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავენ თუ არა. ამაზე ეტყობა ჯერ ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ გადადეს მსჯელობა 1 თვით, - ამბობს თენგო თევზაძე.

ცნობისთვის,  წულუკიანის კომისიამ “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე  განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები