მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი - ბოკუჩავა წულუკიანზე
"მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანზე განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, წულუკიანი, კომისიის 430-გვერდიანი დასკვნით ცდილობს "წაგვიშალოს ჩვენი იდენტობა, წაგვართვას ყველაფერი და რეპროგრამირება მოახდინოს რუსული მენტალობით".
ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ უკიდურესად მძიმე ღალატის ქრონიკასთან ერთად, რასაც ჩვენ ვუყურებთ და ეს 430 გვერდი, რომლის გამოქვეყნებას, წიგნად გამოცემას და ბავშვებისთვის სწავლებას აპირებს... მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი, რომელსაც სურს, რომ ჩვენი ბავშვების და ჩვენი ახალგაზრდების ფსიქიკა იმგვარად დააზიანოს, რომ წაართვას ეროვნული იდენტობა, რომ მათ უთხრას, რომ გიორგი ანწუხელიძე შეეწირა პიარს. ასე უნდა დააპროგრამოს მან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ახალგაზრდები. წაგვიშალოს საერთოდ ჩვენი იდენტობა, წაგვართვას ყველაფერი და რეპროგრამირება მოახდინოს რუსული მენტალობით," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიამ “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.