ხაზი გაუსვეს პერსონალურად ივანიშვილის როლს დასავლეთთან ინტეგრაციაში - პაპუაშვილი სენატის სხდომის შესახებ
"ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის შესაფესბით, გუშინდელი სენატის სხდომაზე სენატორებმა ბიძინა ივანიშვილის როლს გაუსვეს ხაზი.
მმართვალი პარტიის წევრი ამბობს, რომ უცხოელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს ივანიშვილის როლს დასავლეთთან ინტეგრაციაში.
ხაზი გაუსვეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვლის როლს იმაში რომ ქართული ოცნება დგას დასავლურ, ევროპული ინტეგრაციის და ნატოსთან ინტეგრაციის კურსზე და თქვეს რომ ცარიელი სკამები პარლამენტში აწყობს მხოლოდ რუსეთს - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს საკითხის განხილვა მოხდა, სენატორებმა საქართველოს მიმართ კრიტიკული გზავნილები გააჟღერეს. უმეტესობა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა დემოკრატიული პროცესების რღვევაზე მიუთითებს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თუ საქართველოში დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს.