"არ მინდა, ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა" - მეუფე იოსების ექსკლუზიური კომენტარი
"არ მინდა, ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა" - ასეთია შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იოსების პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერის შემდეგ.
"ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში, სასულიერო პირი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს:
უფალი ჩვვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის რომ, როგორც თქვენ შეიწყალებთ სხვა ადამიანს, ასევე შეგიწყალებთ თქვენ და როგორც თქვენ განსჯით თქვენ ძმას, ასევე განისჯებით, რამეთუ ყოველი ადამიანი ხატი და მსგავსია ღმრთისა. არ მინდა, რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციათ ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა - რასაც გაუკეთებ სხვას იგივე ან უფრო უარესი შეიძლება მოგივიდეს შენ.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები" - უთხრა ტვ პირველს მიტროპოლიტმა იოსებმა.
სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების პეტიციას ხელი დღეს მეუფე მელქისედეკმა და მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერეს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციები ერთი მეორეს მიყოლებით იქმნება. მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მაღალ იერარქებთან ერთად, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მხატვრები, მუსიკოსები, დიზაინერები და ასევე, სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ.