აქ და ახლა, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ და ვემხრობით რაზმაძის იმპიჩმენტს- გრიგოლ გეგელია

21.08.25 17:21
აქ და ახლა, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ და ვემხრობით რაზმაძის იმპიჩმენტს- გრიგოლ გეგელია

გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადების გამო, ადგილობრივი ოპოზიცია ითხოვს, მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს- აღნიშნულ მოთხოვნას უერთდებიან “ლელო -ძლიერი საქართველო“ და “გახარია საქართველოსთვისაც“.

ისინი ამ გადაწყვეტილების დასაფიქსირებლად გორში ჩავიდნენ და საკრებულოს წინ სპეციალური განცხადებაც გააკეთეს.

გრიგოლ გეგელიას თქმით, “დაუყოვნებლივ მოხდეს რაზმაძის იმპიჩმენტი“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბატონი რაზმაძე აკეთებს საქართველოს, ქართველების, ჩვენი მეომრების, ამ ქვეყნის ისტორიის შემლახავ განცხადებას, მაგრამ რარა რაზმაძე გორში, კობახიძე, მდინარაძე, ზარქუა და სრულიად “ქართული ოცნების“ ლიდერშიფი, მუდმივად, წლების განმავლობაში, აკეთებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი ჯარისკაცების, მებრძოლების და ზოგადად ქართველების ღირსების და ისტორიული მახსოვრობის შეურაცხმყოფელ, ღიად რუსულ განცხადებებს. აქ და ახლა, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ და ვემხრობით რაზმაძის იმპიჩმენტს, ეს არის ერთადერთი სწორი ზომა, რომელიც ახლა უნდა იქნას მიღებული და ამ ზომას გააჩნია “ძლიერი საქართველოს“ სრული მხარდაჭერა. დაუყოვნებლივ მოხდეს რაზმაძის იმპიჩმენტი, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ. მიზეზი მის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებია.

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.

მსგავსი სიახლეები